ხავი: "ბარსელონამ სერი უნდა იყიდოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავი: "ბარსელონამ სერი უნდა იყიდოს"


ხავი:
კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხავიმ, თავის ყოფილ გუნდს ფეხბურთელის ყიდვა ურჩია.

"როცა გავიგე, რომ ამ ფეხბურთელს აფრიკელ ხავის ეძახდნენ, დავინტერესდი მისით და თამაშების ყურება დავიწყე.

სერი ნიცაში ძალიან კარგად თამაშობს, აქვს სასწაული მოკლე და გრძელი გადაცემები და ტაქტიკურად იდეალურად ეწყობა გუნდს.

სერი ბარსელონამ უნდა იყიდოს. დარწმუნებული ვარ, მათ ეს მოთამაშე გამოადგებათ", - აცხადებს ხავი.

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლასაც გამოეხმაურა.

ყველა სიახლე

ცხრილები