პოგბა: "მანჩესტერისთვის ეს სეზონი მხოლოდ მაშინ იქნება კარგი, თუ ყველა ტიტულს მოვიგებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოგბა: "მანჩესტერისთვის ეს სეზონი მხოლოდ მაშინ იქნება კარგი, თუ ყველა ტიტულს მოვიგებთ"


პოგბა:
"ვესტ ჰემთან" გასამართი მატჩის წინ, კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ გააკეთა.

"ეს სეზონი მანჩესტერისთვის მხოლოდ მაშინ იქნება კარგი, თუ გუნდი ყველა შესაძლო ტიტულს მოიგებს.

ჩვენ მანჩესტერი ვართ და აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ძველი დიდება. კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ.

მე და ლუკაკუს კარგი ურთიერთობა გვაქვს. გასულ წელს ვსაუბრობდით, რომ ერთად უნდა გვეთამაშა და ასეც მოხდა", - აცხადებს პოგბა.

ჟოზე მოურინიომ პოგბაზე უცნაური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის მესის და რონალდუს დონის მოთამაშეა.

ყველა სიახლე

ცხრილები