რონალდუს სერიოზული სანქციები ელის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს სერიოზული სანქციები ელის


რონალდუს სერიოზული სანქციები ელის
ესპანეთის სუპერთასის მატჩში "ბარსელონამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე 58-ე წუთზე შემოვიდა.

მე-80 წუთზე მან გოლი გაიტანა, 81-ე ზე ყვითელი ბარათი მიიღო, 82-ეზე კი გააძევეს.

კრიშტიანუმ პირველი ყვითელი ბარათი მაისურის გახდისთვის მიიღო. მან "კამპ ნოუზე" გოლი მესის სტილში აღნიშნა.

მეორე ყვითელი ბარათი რონალდუმ სიმულაციისთვის მიიღო. ის საჯარიმოში უმტიტთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

"კამპ ნოუდან" გასვლამდე კრიშტიანუმ არბიტრს უკნიდან ხელი ჰკრა, რაც მას შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

ის ფეხბურთელები, რომლებიც არბიტრს ხელით ეხებიან, ყოველთვის უმკაცრესად ისჯებიან.

ავტომატური დისკვალიფიკაციის გამო, კრიშტიანუ განმეორებით მატჩს გამოტოვებს, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება,

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები