დღის ფოტო - პიკე რეალთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღის ფოტო - პიკე რეალთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს


დღის ფოტო - პიკე რეალთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს
ესპანეთის სუპერთასის მატჩში "ბარსელონა" "რეალს" შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

პირველი გოლი კურიოზულ სიტუაციაში გავიდა. მადრიდელი ფეხბურთელის ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი პიკემ დაუხვედრა და თავის კარში ჩაჭრა.

მეორე გოლის დროს, კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ პიკეს სისწრაფეში აჯობა, შემდეგ ულამაზესი მოძრაობით ჩამოიტოვა და საბოლოოდ ტერ შტეგენის კარში ჩაახვია.

მესამე გოლის დროს უკვე მარკო ასენსიომ აჯობა პიკეს.

ქომაგები ხუმრობენ, რომ პიკე დღეს "რეალისკენ" იყო და ამ ფაქტთან დაკავშირებით კურიოზულ ფოტოს აქვეყნებენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები