ლა ლიგის კანონის თანახმად რონალდუს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლა ლიგის კანონის თანახმად რონალდუს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის


ლა ლიგის კანონის თანახმად რონალდუს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის
"ბარსელონასა" და "რეალის" მატჩის 82-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს.

მან მეორე ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის მიიღო და მსაჯის გადაწყვეტილებით გაოცებული დარჩა.

რონალდუმ ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს ხელი ჰკრა, რაც სერიოზული დისკვალიფიკაციით ისჯება.

MARCA წერს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის წესების თანახმად მსაჯზე ხელით შეხება 4 დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ არბიტრმა მატჩის რეპორტში რონალდუს საქციელი დააფიქსირა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები