ელ კლასიკოს ისტორიიდან: რა მოხდა მაშინ, როცა მესიმ მსაჯს ხელი ჰკრა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ელ კლასიკოს ისტორიიდან: რა მოხდა მაშინ, როცა მესიმ მსაჯს ხელი ჰკრა?


ელ კლასიკოს ისტორიიდან: რა მოხდა მაშინ, როცა მესიმ მსაჯს ხელი ჰკრა?
ესპანეთის სუპერთასზე, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდნენ, მცირე ინციდენტი მოხდა.

მთავარმა მსაჯმა "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ სიმულაციისთვის გააფრთხილა და წითელი ბარათი აჩვენა.

რონალდუ მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და მას ხელი ჰკრა.

ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელ ფეხბურთელს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.

გავიხსენოთ 2009 წელს ჩატარებული ელ კლასიკო, როცა გაბრაზებულმა ლეო მესიმ მსაჯს ხელი ჰკრა, თუმცა ამის გამო არგენტინელს არანაირი სანქცია არ დაეკისრა.

ჯერჯერობით, ესპანური ფეხბურთის ფედერაცია რონალდუს ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს და საკითხს აქტიურად განიხილავს. არ არის გამორიცხული, რონალდუც სანქციების გარეშე დარჩეს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები