ოფიციალურად: რონალდუ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: რონალდუ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


ოფიციალურად: რონალდუ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
გუშინ გამართულ ელ კლასიკოზე, რომელიც "რეალის" გამარჯვებით 1:3 დასრულდა, მცირე ინციდენტი მოხდა.

მსაჯმა რონალდუს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, გაბრაზებულმა რონალდუმ კი არბიტრს ხელი ჰკრა.

ეს საკითხი ესპანური ფეხბურთის ასოციაციამ აქტიურად განიხილა და ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გადაწყდა, რომ პორტუგალიელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამას გარდა, განცხადებაში წერია, რომ რონალდუს 800 ევროს, ხოლო მადრიდის "რეალს" 300 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

შესაბამისად, სუპერთასის განმეორებითი მატჩის გარდა, პორტუგალიელი ფეხბურთელი ლა ლიგის საწყის 4 ტურს გამოტოვებს.

საწყის 4 ტურში კი სამეფო კლუბის მეტოქეები "დეპორტივო", "ლევანტე", "ვალენსია" და "სოსიედადი" იქნებიან.

არადა, იყო საუბრები, თითქოს, ამ ფაქტის გამო რონალდუს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები