ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ზაფხულის მე-7 ტრანსფერი განახორციელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ზაფხულის მე-7 ტრანსფერი განახორციელა


ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ზაფხულის მე-7 ტრანსფერი განახორციელა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტი" ძალიან აქტიურია. გუნდმა უკვე რიგით მე-7 ტრანსფერი განახორციელა.

ოლარენვახუ კაიოდე მომავალი სეზონიდან ქალაქურ გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გავრცელა და განაცხადა, რომ "სიტისთან" ის 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კაიოდე ვენის "აუსტრიას' ფეხბურთელია. 24 წლის შემტევის შეძენა "ნიუკასლსა" და "ბარნლისაც" სურდა.

პეპ გვარდიოლა ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

მის გარდა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტიმ" მენდი, დანილო, ბერნარდო სილვა, ედერსონი, უოლკერი და ლუიზი დაიმატა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები