VIDEO: ის, რაც კადრში არ გამოჩნდა - რეალურად ვინ ურჩია რონალდუს გოლის ასე აღნიშვნა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ის, რაც კადრში არ გამოჩნდა - რეალურად ვინ ურჩია რონალდუს გოლის ასე აღნიშვნა?


VIDEO: ის, რაც კადრში არ გამოჩნდა - რეალურად ვინ ურჩია რონალდუს გოლის ასე აღნიშვნა?
ესპანეთის სუპერთასის მატჩში "რეალმა" "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა.

მეორე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც გატანილი ბურთი მესის სტილში აღნიშნა.

არგენტინელმა ზუსტად ასე "ბერნაბეუზე" გატანილი გოლი აღნიშნა.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ტელე ეკრანებზე რეალურად ის არ გამოჩნდა, თუ ვინ ურჩია კრიშტიანუს მაისურის "კამპ ნოუს" პუბლიკისთვის ჩვენება.

კადრებში კარგად ჩანს, რომ პორტუგალიელს საერთოდ გეგმაში არ ჰქონდა მესის სტილში აღნიშვნა. მან მაისური გაიხადა და უბრალოდ ძირს დააგდო.

შემდეგ, მისი მაისური მარსელომ აიღო და სწორედ მან უთხრა კრიშტიანუს, რომ მესის სტილში აღენიშნა გოლი.

ასევე, გაცნობებთ, რომ რონალდუმდე და მესიმდე მსგავს სტილში გოლი სწორედ მარსელომ აღნიშნა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები