ინიესტა რეალთან გამოირიცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა რეალთან გამოირიცხა


ინიესტა რეალთან გამოირიცხა
"ბარსელონას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა ელ კლასიკოში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ცნობილია, რომ ესპანელ ნახევარმცველს ვარჯიშზე ტრავმა გაურთულდა და მადრიდში ვალვერდემ ის არ წაიყვანა.

როგორც იცით, ინიესტამ "რეალთან" პირველი მატჩის წინ სამზადის პერიოდშიც მიიღო ტრავმა, თუმცა მან "კამპ ნოუზე" თამაში მოახერხა.

ამჯერად, მისი დაზიანება სერიოზულია და მადრიდში ვერ წარსდგება.

სავარაუდოდ, ინიესტას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში არდა თურანი დადგება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები