უსეინ ბოლტი ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უსეინ ბოლტი ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს


უსეინ ბოლტი ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს
უკვე ყოფილი მორბენალი უსეინ ბოლტი "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

2 სექტემბერს, ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" ლეგენდები ხვდებიან და ცნობილია, რომ შეხვედრაში იამაიკელიც წარსდგება.

30 წლის სპორტსმენმა ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერა დაასრულა.

გაცნობებთ, რომ ლეგენდების მატჩში ედვინ ვან დერ საარი, პოლ სქოულზი, დუვეით იორკი, ფილ ნევილი, მენდიეტა და აბიდალი გამოვლენ. სხვები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები