ალექსანდრ-არნოლდი: "ოცნება ამიხდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალექსანდრ-არნოლდი: "ოცნება ამიხდა"


ალექსანდრ-არნოლდი:
"ლივერპულის" ახალგაზრდა განაპირა მცველმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შეაფასა.

მერსესაიდული გრანდი სტუმრად გერმანულ "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. ანგარიში შეხვედრის 35-ე წუთზე სწორედ 18 წლის ინგლისელმა გახსნა.

"უბრალოდ ოცნება ამიხდა - ევროარენაზე ჩემი ბავშვობის კლუბის რიგებში სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხე. ჩვენ ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ, რომ გვიან გავიტანეთ, მაგრამ მთავარია, რომ "ენფილდზე" თამაშის წინ გამარჯვება მოვიპოვეთ.

მე ეს საჯარიმო იმიტომ მანდეს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ვიცით, რომ საპასუხო მატჩი რთული იქნება, მაგრამ გვაქვს სტრატეგია და ვიცით როგორ მოვიგოთ მეორე თამაშიც", - განაცხადა "წითლების" სუპერ-ტალანტმა.

საპასუხო შეხვედრა ინგლისში 23 აგვისტოს გაიმართება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები