შურლე 1 თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შურლე 1 თვეს გამოტოვებს


შურლე 1 თვეს გამოტოვებს
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, ანდრე შურლე, საკუთარ გუნდს მომდევნო 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"ყვითლების" ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, რომ შურლეს ბარძაყის ჯვარედინა იოგები აქვს დაზიანებული და 4 კვირის გამოტოვება მოუწევს.

26 წლის გერმანელი დორტმუნდის "ბორუსიას" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონშიც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა.

შურლემ 2016/17 წლების კამპანიაში გერმანიის ჩემპიონატის მხოლოდ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია ანდრე შურლე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები