არნოლდი: "კარგია, რომ ნდობა მოვიპოვე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არნოლდი: "კარგია, რომ ნდობა მოვიპოვე"


არნოლდი:
გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ჰოფჰენჰაიმსა" და "ლივერპულს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მერსესაიდელთა პირველი გოლი. ახალგაზრდა მცველმა, არნოლდმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში.

"ევროტურნირებზე ჩემი დებიუტი შედგა და პირველივე შეხვედრაში გოლი გავიტანე - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ლივერპულმა მოიგო. განმეორებით მატჩშიც ასე უნდა ვითამაშოთ და ჯგუფში მოვხვდეთ.

რაც შეეხება ჩემს გოლს, სანამ ჯარიმას დავარტყამდი, მიზანი მქონდა დასახული, რომ გოლი გამეტანა. კარგია, რომ ნდომა მოვიპოვე და სტანდარტული მე შევასრულე", - აცხადებს არნოლდი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები