მხითარიანი: "თუ მოურინიო გადაწყვეტს, შემიძლია ფლანგზეც ვითამაშო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მხითარიანი: "თუ მოურინიო გადაწყვეტს, შემიძლია ფლანგზეც ვითამაშო"


მხითარიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა გუნდში თავის ამჟამინდელ პოზიციაზე ისაუბრა.

"10 ნომრის პოზიციაზე თამაში ჩემთვის იდეალურია, მაგრამ თუ მოურინიო გადაწყვეტს, შემიძლია ფლანგზეც ვითამაშო. ამის პრობლემა არ მექნება.

კარგია, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ და "ვესტ ჰემი" დავამარცხებთ. იმედია, ასე გავაგრძელებთ და ეს სეზონი წარმატებული იქნება", - აცხადებს მხითარიანი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები