ჩელსი საუთჰემპტონის მცველში 15 მლნ ფუნტს იხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი საუთჰემპტონის მცველში 15 მლნ ფუნტს იხდის


ჩელსი საუთჰემპტონის მცველში 15 მლნ ფუნტს იხდის
"ჩელსის" "საუთჰემპტონისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველის, სედრიკ სუარეშის ხელში ჩაგდება სურს.

როგორც Daily Mirror იტყობინება, 25 წლის პორტუგალიელი იმ სამიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი გახდება, რომელთა შეძენასაც "არისტოკრატები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გეგმავენ.

ლონდონურმა კლუბმა სუარეშის ტრანსფერზე 15 მილიონ ფუნტ სტერლინგიანი წინადადება უკვე გააკეთა.

სედრიკი "სოტონში" 2015 წლიდან ასპარეზობს, სადაც ლისაბონის "სპორტინგიდან" გადაბარგდა, ამ დროის განმავლობაში მან "წმინდანების" მაისურით 62 მატჩში მოირგო და თავი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები