იუვენტუსი მატუიდისთან 3-წლიან კონტრაქტს ათანხმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი მატუიდისთან 3-წლიან კონტრაქტს ათანხმებს


იუვენტუსი მატუიდისთან 3-წლიან კონტრაქტს ათანხმებს
"იუვენტუსი" "პსჟ"-ს ნახევარმცველ ბლეზ მატუიდისთან კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებებს ასრულებს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტი იტყობინება, იტალიის ჩემპიონები 30 წის ფრანგთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ და წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით ოთხ მილიონ ევროს გადაუხდიან.

სატრანსფერო ღირებულებამ 25 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს, სწორედ ამ თანხას ითხოვენ პარიზელები.

ფრანგი ჰავბეკი 2011 წლიდან იცავს "პსჟ"-ს ღირსებას, ამ დროის განმავლობაში მან 295 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

კარიერის მანძილზე მატუიდის ასევე "სენტ ეტიენის", "ტრუასა" და "კრეტეის" მაისურითაც უასპარეზია.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები