იტალიური კლუბი ატლეტიკოს თავდამსხმელში 20 მლნ ევროს ჩამოდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიური კლუბი ატლეტიკოს თავდამსხმელში 20 მლნ ევროს ჩამოდის


იტალიური კლუბი ატლეტიკოს თავდამსხმელში 20 მლნ ევროს ჩამოდის
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუსიანო ვიეტო შეიძლება "სამპდორიაში" 20 მილიონ ევროდ გადაბარგდეს, იუწყება Sky Sport Italia.

აქამდე, მადრიდელებმა არგენტინელი ფორვარდის გენუელთა რიგებში 16 მილიონად გაშვება იუარეს.

23 წლის თავდამსხმელისთვის "მონაკო" და "საუთჰემპტონიც" იბრძვიან.

ვიეტო "ატლეტიკოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2015/16 წლების სეზონში მან მადრიდელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც გააკეთა.

2016/17 წლების სეზონში ახალგაზრდა შემტევმა იჯარის წესით "სევილიაში" იასპარეზა - 31 მატჩი, 10 გოლი, 5 ასისტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები