კოუტინიომ კლოპს შეატყობინა, რომ მიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიომ კლოპს შეატყობინა, რომ მიდის


კოუტინიომ კლოპს შეატყობინა, რომ მიდის
"ლივერპულის" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს თანახმად, ჰავბეკმა გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს აცნობა, რომ "წითლების" რიგებში თამაშს აღარ აპირებს.

მიუხედავად ამისა, "ლივერპულის" პოზიცია უცვლელი რჩება: კლუბი ბრაზილიელის გაყიდვას მაინც არ გეგმავს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კოუტინიომ "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება ოფიციალურად მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

თავის მხრივ, "ბარსელონა" 25 წლის ბრაზილიელს ნეიმარის შემცვლელად განიხილავს, რომელიც 222 მილიონ ევროდ "პსჟ"-ში გადავიდა.

ბოლო ცნობით, "ბლაუგრანას" კოუტინიოსა და დემბელეს თაობაზე მოლაპარაკებების დასრულება ამ კვირაში სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები