დემბელეს დორტმუნდის ფეხბურთელებთან საუბარი აუკრძალეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დემბელეს დორტმუნდის ფეხბურთელებთან საუბარი აუკრძალეს


დემბელეს დორტმუნდის ფეხბურთელებთან საუბარი აუკრძალეს
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე, რომელიც აქამე გამოტოვებული სავარჯიშო სესიის გამო გუნდიდან მოკვეთეს, ვარჯიშს დაუბრუნდა, იუწყება Get Footbal News Germany.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 20 წლის ფორვარდმა თანაგუნდელებისგან განცალკევებით ივარჯიშა.

აღინიშნება, რომ დემბელეს ფეხბურთელებთან საუბარი აკრძალული აქვს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ფრანგი შემტევით "ბარსელონაა" დაინტერესებული, რომელიც მას "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ გადაბარგებული ნეიმარის შემცვლელად განიხილავს.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა ესპანელებს დემბელეს ტრანსფერის განსახორციელებლად ორი კვირა მისცეს. სავარაუდოდ, კატალონიელები ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, დემბელემ გასულ სეზონში დორტმუნდელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები