მატუიდი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატუიდი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს


მატუიდი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს
ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა გამოცემა Goal.com-მა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან "პსჟ"-ს ძირითადის ფეხბურთელი ბლეიზ მატუიდი ტურინის "იუვენტუსში" ითამაშებს.

ცნობილია, რომ მატუიდი ტურინში უახლოეს მომავალში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის ოფიციალური წევრი გახდება.

ტურინელები ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია.

მატუიდი "პსჟ"-ს რიგებში 2011 წლიდან ირიცხებოდა. გასული სეზონი მან კარგად ჩაატარა და თითქმის ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები