რეალმა კოვაჩიჩის გაყიდვა გადაიფიქრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალმა კოვაჩიჩის გაყიდვა გადაიფიქრა


რეალმა კოვაჩიჩის გაყიდვა გადაიფიქრა
"რეალის" ნახევარმცველს, მატეო კოვაჩიჩს კლუბი ამ ზაფხულს არ გაყიდის, იუწყება Bernabeu Digital.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, მადრიდელებმა 23 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჰავბეკმა წინასასეზონო მზადებაზე თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერი" მზად იყო ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ დაებრუნებინა.

კოვაჩიჩი "ნერაძურის" ღირსებას 2013 წლიდან 2015 წლამდე იცავდა.

გასულ სეზონში ხორვატმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი ასისტიც გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები