მილანს არტურო ვიდალი მოუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანს არტურო ვიდალი მოუნდა


მილანს არტურო ვიდალი მოუნდა
"ბაიერნის" ნახევარმცველი, არტურო ვიდალი შეიძლება "მილანში" გადავიდეს, იუწყება TVN.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "როსონერის" ხელმძღვანელობამ მიუნხენელებს სარფიანი წინადადებით მიმართა, გარდა ამისა, კლუბი მზადაა 30 წლის ჰავბეკს ხელფასი გაუორმაგოს.

აქამდე არსებული ცნობით, "ბაიერნმა" ჩილელი ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ხელუხლებელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.

გასულ სეზონში ვიდალმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები