ლივერპული კოუტინიოს ტრანსფერში რაკიტიჩის ჩართვას ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპული კოუტინიოს ტრანსფერში რაკიტიჩის ჩართვას ითხოვს


ლივერპული კოუტინიოს ტრანსფერში რაკიტიჩის ჩართვას ითხოვს
"ლივერპული" მზადაა "ბარსელონასთან" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართოს, თუ გარიგებაში კატალონიელები ჰავბეკ ივან რაკიტიჩს ჩართავენ, იუწყება Diario Gol.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელმა "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება ოფიციალურად მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" 25 წლის სამხრეთამერიკელის დამატების კვლავ სჯერა, რომელსაც "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ გადაბარგებული ნეიმარის შემცვლელად მიიჩნევს.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რას ფიქრობენ აღნიშნულ გარიგებაზე თავად კლუბი და რაკიტიჩი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები