ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა!


ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა!
დღეს, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით "რეალის" აპელაცია უარყო.

პორტუგალიელი, მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" (3:1) გამართულ პირველ შეხვედრაში მსაჯზე ხელის კვრის გამო ოთხი, ხოლო წითელი ბარათის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია, დიდი ალბათობით, ერთ შეხვედრამდე უნდა შემცირებულიყო.

მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, RFEF-მა თავდაპირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კრიტიკული განცხადების გამო, რონალდუს შემდეგ, მადრიდელთა თავკაცი, ზინედინ ზიდანიც დაისჯება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები