ანანიძის სპარტაკმა მილანს ნიანგის სანაცვლოდ 18-20 მლნ ევრო შესთავაზა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანანიძის სპარტაკმა მილანს ნიანგის სანაცვლოდ 18-20 მლნ ევრო შესთავაზა


ანანიძის სპარტაკმა მილანს ნიანგის სანაცვლოდ 18-20 მლნ ევრო შესთავაზა
"მილანის" თავდამსხმელით, მ'ბაიე ნიანგით მოსკოვის "სპარტაკია" დაინტერესებული.

როგორც Sky Sport Italia იტყობინება, რუსულმა კლუბმა, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე იცავს, ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე 18-20 მილიონ ევროიანი წინადადება გააკეთა.

"როსონერი", თავის მხრივ, მზადაა ნიანგი გაუშვას, რადგან გუნდის მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას იგი არ სჭირდება.

თავად ფეხბურთელს "სპარტაკში" გადასვლაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები