ტორინომ რომას ფორვარდი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტორინომ რომას ფორვარდი დაიმატა


ტორინომ რომას ფორვარდი დაიმატა
"რომას" ცენტრალური თავდამსხმელი, უმარ სადიქი, მომდევნო სეზონს ტურინულ კლუბში ჩაატარებს.

რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ახალგაზრდა ნიგერიელი "ტორინომ" ერთწლიანი იჯარის წესით გადაიბირა.

20 წლის აფრიკელი ფორვარდი "მგლებს" 2015 წლის ზაფხულში "სპეციადან" შეუერთდა და გასული სეზონი იჯარით "ბოლონიაში" ჩაატარა.

უმარ სადიქმა სერია ა-ს გასულ სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები