ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართება


ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართება
თბილისში 22-28 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის „მართვე“ პირველ ჯგუფში ლიტვის „გინტრას“, თურქეთის „ქონაკ ბელედიესპორს“ და სლოვაკეთის „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. მატჩებისთვის ქართული კლუბი აზერბაიჯანში ემზადება, ქვეყნის ჩემპიონი თბილისში 19 აგვისტოს დაბრუნდება.

მატჩების განრიგი

22 აგვისტო

17:00 ქონაკ ბელედიესპორი - მართვე (მიხეილ მესხი 2)

19:00 გინტრა - პარტიზანი (დავით პეტრიაშვილი არენა)

25 აგვისტო

17:00 გინტრა - მართვე (მიხეილ მესხი 2)

19:00 პარტიზანი - ქონაკ ბელედიესპორი (დავით პეტრიაშვილი არენა)

28 აგვისტო

17:00 ქონაკ ბელედიესპორი - გინტრა (დავით პეტრიაშვილი არენა)

17:00 მართვე - პარტიზანი (მიხეილ მესხი 2)

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ.

წყარო: GFF

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები