VIDEO: რეალმა ბარსელონა ბერნაბეუზეც დაამარცხა და სუპერთასს დაეუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: რეალმა ბარსელონა ბერნაბეუზეც დაამარცხა და სუპერთასს დაეუფლა


VIDEO: რეალმა ბარსელონა ბერნაბეუზეც დაამარცხა და სუპერთასს დაეუფლა
ესპანეთის სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მე-4 წუთზე ანგარიში მარკო ასენსიომ გახსნა. 21 წლის ესპანელმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ტერ შტეგენს ულამაზესი გოლი გაუტანა.

ასენსიოს დარტყმული ნამდვილად უძლიერესი იყო, თუმცა ამ ეპიზოდში გერმანელი კიპერიც მოდუნებული იყო.

39-ე წუთზე ამჯერად უმტიტიმ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რითიც კარიმ ბენზემამ ისარგებლა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ამრიგად, ზინედინ ზიდანის გუნდმა "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზეც" დაამარცხა.

ორი მატჩის ჯამში "რეალმა" 5:1 იმარჯვა და ესპანეთის თასის 2017 წლის გამარჯვებული გახდა.

რეალი 2:0 ბარსელონა

გოლები: ასენსიო 4, ბენზემა 39

გაფრთხილება: არც ერთი

შემადგენლობები:

რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ვასკესი, ასენსიო ბენზემა

ცვლილება: კაზემირო 62, ტეო ერნანდესი 75, დანი სებალოსი 80

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, მასკერანო, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ხორდი ალბა, ანდრე გომეში, სუარესი, მესი

ცვლილება: ნელსონ სემედუ 50, დეულოფეუ 72, ლუკას დინიე 78

მიმოხილვა


დაჯილდოვების ცერემონია

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები