მერამდენე ტიტული მოიგო ზიდანმა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერამდენე ტიტული მოიგო ზიდანმა?


მერამდენე ტიტული მოიგო ზიდანმა?
ორი მატჩის ჯამში "ბარსელონა" "რეალთან" 5:1 დამარცხდა და "სამეფო კლუბი" ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა.

გაცნობებთ, რომ ეს ზინედინ ზიდანისთვის "რეალის" მწვრთნელის რანგში მე-7 ტიტული იყო.

45 წლის ფრანგი მხოლოდ 18 თვეა, რაც კლუბს წვრთნის და მან უკვე 7-ჯერ შეძლო ტიტულის აღმართვა.

გაცნობებთ, რომ კლუბის ისტორიაში ზიდანი ტიტულების რაოდენობით მე-3 ადგილზე დგას.

პირველი ადგილი მიგელ მუნიოს უკავია, რომელიც "სამეფო კლუბს" 1960-1974 წლებში წვრთნიდა. მას საერთო ჯამში 14 ტიტული აქვს მოპოვებული.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები