ალბა: "რეალს საოცარი ნახევარდაცვა ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალბა: "რეალს საოცარი ნახევარდაცვა ჰყავს"


ალბა:
ძალიან საინტერესო გამოდგა ესპანეთის სუპერთასის ორივე შეხვედრა. ორი მატჩის ჯამში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" 5:1 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი კატალონიელთა ესპანელმა მცველმა ხორდი ალბამ გააკეთა.

"მეორე ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ და უფრო მეტი მომენტებიც გვქონდა, თუმცა მთლიანი თამაშით, რეალი უკეთესი იყო.

ფაქტია, რეალმა ორივე შეხვედრაში გვაჯობა და ამის მიზეზი ისაა, რომ გუნდს საოცარი ნახევარდაცვა ჰყავს. იგივეს ვიტყვი შეტევის ხაზზე და დაცვაზე.

ჩვენც ვიცით, რომ ამჟამად ბარსელონას პრობლემები აქვს, მაგრამ სეზონი ახლა იწყება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოსწორდება", - აცხადებს ალბა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები