VIDEO: მესიმ სერხიო რამოსს შეაგინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: მესიმ სერხიო რამოსს შეაგინა


VIDEO: მესიმ სერხიო რამოსს შეაგინა
ესპანეთის სუპერთასის მატჩში "ბარსელონა" "რეალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში სერხიო რამოსი ლიონელ მესის დაუპირისპირდა.

მთავარმა მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, რა დროსაც ბურთი სერხიო რამოსმა აიღო და არგენტინელს აწვდიდა. რეალურად ესპანელმა ბურთის მიწოდების ნაცვლად ის მესის უკან გადაუგდო, რამაც "ბარსელონას" შემტევი გააღიზიანა.

ესპანურმა გამოცემებმა მესის პირის მოძრაობით მისი სიტყვები გაშიფრეს. ცნობილია, რომ მან სერხიო რამოსს დედა აგინა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები