VIDEO: ფეხბურთის მესი - მარკო ასენსიო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ფეხბურთის მესი - მარკო ასენსიო


VIDEO: ფეხბურთის მესი - მარკო ასენსიო
ესპანეთის სუპერთასის მატჩში "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

უკვე მეოთხე წუთზევე "ბლაუგრანას" კარი მარკო ასენსიომ აიღო. 21 წლის ესპანელმა ტერ შტეგენის კარში დაახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ასენსიო თავისი ულამაზესი გოლით პუბლიკის ყურადღებას იქცევს.

ასევე, მან "ბარსელონას" პირველ შეხვედრაშიც არანაკლებ ლამაზი გოლი გაუტანა.

"დღევანდელი ფეხბურთის მესი", - ასე მოიხსენია ესპანურმა გამოცემამ AS-მა ასენსიო მატჩის შემდეგ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები