მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა მე-3 კალათაში გადავარდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა მე-3 კალათაში გადავარდეს


მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა მე-3 კალათაში გადავარდეს
უეფას რეიტინგში "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-16 ადგილზე დაქვეითდა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ გუნდი ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე აქტიურად არ ჩანდა, ან საერთოდ არ ჩანდა. მართალია მოურინიომ გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, თუმცა ამან კლუბი დიდად წინ ვერ წაწია.

ამ მომენტისთვის "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მე-2 კალათშია, თუმცა 8 გუნდიდან ბოლო პოზიციაზეა.

ჯერ კიდევ გასარკვევია ჩემპიონთა ლიგის 8 გუნდის მონაწილის ვინაობა, რომლებიც ამჟამად ფლეი ოფში იბრძვიან.

გუშინ, "ნაპოლიმ" და "სევილიამ" დამაჯერებლად იმარჯვეს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლეი ოფის რაუნდს გადალახავენ, მაშინ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მე-3 კალათში გადავარდება.

გაცნობებთ, რომ "სევილია" უეფას რეიტინგის მე-6 პოზიციაზეა, "ნაპოლი" კი - მეთოთხმეტეზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები