VIDEO: მილანი ბრუნდება - როსონერის გრანდიოზული გამარჯვება ევროპა ლიგაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: მილანი ბრუნდება - როსონერის გრანდიოზული გამარჯვება ევროპა ლიგაზე


VIDEO: მილანი ბრუნდება - როსონერის გრანდიოზული გამარჯვება ევროპა ლიგაზე
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "მილანმა" მაკედონური "შკენდია" მიიღო და მეტოქე 6:0 გაანადგურა.

მე-13 წუთზე ანგარიში ანდრე სილვამ გახსნა, 25-ე ზე კი მონტოლივომ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

28-ე წუთზე ანდრე სილვამ დუბლი გაიფორმა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა - 3:0

"მილანმა" მეორე ტაიმშიც 3 გოლის გატანა შეძლო. 67, 68 და 85-ე წუთებზე "შკენდიას" კარი ბორინიმ, ანტონელიმ და მონტოლივომ აიღეს.

ამრიგად, განმეორებითი მატჩის წინ იტალიურმა გუნდმა პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტა.

"მილანის" შემადგენლობა დღევანდელ მატჩში: დონარუმა, კონტი, ზაპატა, ბონუჩი, ანტონელი, მონტოლივო, კასიე, სუსო, ბორინი, ჩალჰანოღლუ, ანდრე სილვა

ცვლილება: ბონავენტურა 61, აბატე 69, კუტრონე 75

მიმოხილვა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები