ლეო მარტო დარჩა - ვისთან ერთად ითამაშებს მესი ლა ლიგაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეო მარტო დარჩა - ვისთან ერთად ითამაშებს მესი ლა ლიგაში?


ლეო მარტო დარჩა - ვისთან ერთად ითამაშებს მესი ლა ლიგაში?
ლა ლიგის პირველ ტურში გაიმართება საინტერესო შეხვედრა კატალონიის "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის.

შეიძლება ითქვას, ლეო მესი მარტო დარჩა, რადგან წლების შემდეგ პირველად ხდება, როცა მას ძირითად შემადგენლობაში არცერთი პარტნიორი არ ეყოლება.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ანდრეს ინიესტას ტრავმა აქვს, დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს ლუის სუარესი, ნეიმარმა გუნდი დატოვა და "პსჟ"-ში გადაბარგდა.

დანი ალვეში და ხავი კი კატალონიური კლუბიდან უკვე დიდი ხანია წავიდნენ. საინტერესოა, როგორ გამოიჩენს მარტო დარჩენილი მესი თავს ლა ლიგის პირველ ტურში.

ასეთი იქნება ვალვერდეს გუნდის სავარაუდო შემადგენლობა "ბეტისთან" შეხვედრაში.

მეკარე: ტერ შტეგენი

მცველები: ვიდალი, პიკე, უმტიტი, ალბა.

ნახევარმცველები: ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ანდრე გომეში, დენის სუარესი.

თავდამსხმელები: დეულოფეუ, ლეო მესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები