ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში 155 მლნ ევროდ გაყიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში 155 მლნ ევროდ გაყიდის


ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში 155 მლნ ევროდ გაყიდის
"ლივერპულმა" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს, რომლის ხელში ჩაგდებაც "ბარსელონას" სურს, ფასი დაადო.

კატალონიელებმა რამდენიმე წინადადება გააკეთეს, თუმცა თითოეულ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

როგორც Daily Express იტყობინება, "წითლები" ბრაზილიელს 155 მილიონ ევროდ გაუშვებენ.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ბარსელონას" ლიმიტი 145 მილიონამდეა, მიუხედავად ამისა, საეჭვოა, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარი თქვან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები