პორტუგალიელი ჯადოქრის სკანდალური განცხადება: "რონალდუ დაწყევლილია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პორტუგალიელი ჯადოქრის სკანდალური განცხადება: "რონალდუ დაწყევლილია!"


პორტუგალიელი ჯადოქრის სკანდალური განცხადება:
პორტუგალიელი ჯადოქარი, სახელად ფაფე, აცხადებს, რომ "რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ დაწყევლილია.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს ფორვარდი 14,7 მილიონი ევროს გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს, 14 აგვისტოს კი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით "ბარსელონასთან" (3:1) ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში მსაჯისთვის ხელის კვრის გამო დასაჯეს.

თუმცა, ჯადოქარის თქმით, ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ რონალდუ მამის დაკრძალვაზე არ მივიდა - ჟოზე დინიშ ავეირუ 2005 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

კრიშტიანუ მამის დაკრძალვას რუსეთთან (0:0) 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის გამო არ დაესწრო.

"რონალდუ როგორც სულიერად, ისევე ფიზიკურად დასუსტებული იყო", - ციტირებს ფაფეს სიტყვებს Flash.

"მამის დაკრძალვაზე იმის გამო არ მივიდა, რომ მოედანზე გასულიყო. ამან ენერგიის დიდი ოდენობა დააკარგვინა. მამას არ დაემშვიდობა, ცხოვრებაში მას დიდხანს არ ესაუბრებოდა. ასეთ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება. როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო მამამისი, მისი დაკრძალვის იგნორირებას მუდმივად დიდი ენერგია მიაქვს".

"მას ან მის ოჯახს ძლიერი ჯადოქარი რომ ჰყავდეს, ყველაფერი კარგად იქნებოდა. გამიხარდება, თუ რონალდუს უფასოდ დავეხმარები".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები