ჩელსიმ შესაძლოა პსჟ-ს ნახევარმცველი შეიძინოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსიმ შესაძლოა პსჟ-ს ნახევარმცველი შეიძინოს


ჩელსიმ შესაძლოა პსჟ-ს ნახევარმცველი შეიძინოს
"პსჟ"-ს ნახევარმცველი, გრეგორი კრიხოვიაკი შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს.

როგორც The Sun იტყობინება, 27 წლის პოლონელისადმი ინტერესს "ჩელსი" იჩენს, რომელიც ნ'გოლო კანტეს მეწყვილეს ეძებს.

"ჩელსის" მთავარი სამიზნე დენი დრინკვოტერი იყო, თუმცა "ლესტერი" მის გაშვებაზე უარს ამბობს.

თავის მხრივ, "პსჟ" მზადაა კრიხოვიაკი გაუშვას, რადგან გუნდის სამომავლო გეგმებში აღარ შედის.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები