მონაკოს გედეშის იჯარით დამატება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონაკოს გედეშის იჯარით დამატება სურს


მონაკოს გედეშის იჯარით დამატება სურს
"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნახევარმცველმა, გონსალუ გედეშმა, კარიერა შესაძლოა "მონაკოში" გააგრძელოს.

პორტუგალიური გამოცემა "A Bola" იტყობინება, რომ მონაკოელები პარიზული კლუბის ვინგერს 1 წლიანი იჯარის წესით დაიმატებენ.

"პსჟ" ძალიან ახლოსაა "მონაკოს" უნიჭიერესი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, შეძენასთან და გედეშიც ამ შეთანხმების ნაწილი შეიძლება გახდეს.

20 წლის ნიჭიერი პორტუგალიელი პარიზელებმა გასულ წელს "ბენფიკადან" 30 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ გონსალუმ ლიგა 1-ში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, აქედან მხოლოდ 1 სასტარტო შემადგენლობაში.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები