ჰანოვერმა ჟონატასი შეიძინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰანოვერმა ჟონატასი შეიძინა


ჰანოვერმა ჟონატასი შეიძინა
კაზანის "რუბინის" ცენტრალური თავდამსხმელი, ჟონატასი, კარიერას გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში გააგრძელებს.

"ჰანოვერმა" 28 წლის ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი დაადასტურა. ჟონატასი გერმანიაში დღეს ჩავიდა, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

რუსული პრესის ინფორმაციით, გერმანულ კლუბს ჟონატასის ტრანსფერი 9 მილიონი ევრო დაუჯდება.

ჟონატასმა რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები