ლაციოს დღეს ანდერსონი და კეიტა ვერ დაეხმარებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაციოს დღეს ანდერსონი და კეიტა ვერ დაეხმარებიან


ლაციოს დღეს ანდერსონი და კეიტა ვერ დაეხმარებიან
რომის "ლაციო" იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონის პირველ ტურს სერიოზული დანაკლისით ხვდება.

რომაულ კლუბს ეროვნული ჩემპიონატის ახალწვეულ "სპალთან" საშინაო შეხვედრაში ორი წამყვანი მოთამაშე, ფელიპე ანდერსონი და კეიტა ბალდე, დააკლდება.

ბრაზილიელმა ვინგერმა იტალიის სუპერთასის შეხვერაც გამოტოვა და როგორც ჩანს, ანდერსონს კვლავ კუნთის დაზიანება აწუხებს. რაც შეეხება კეიტას, მისით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება აქტიურად და "არწივების" ახალგაზრდა შემტევი ახლა ფეხბურთზე ნაკლებს ფიქრობს.

"ლაციოს" განაცხადი "სპალთან" მატჩისათვის ასეთია: გერიერი, სტრაკოშა, ვარგიჩი; ბასტა, ბასტოსი, დე ვრეი, ჰუტი, ლუის ფელიპე, ლუკაკუ, მარუშიჩი, პატრიკი, რადუ, უოლასი; დი ჯენარო, ლეივა, ლუის ალბერტო, ლულიჩი, მილინკოვიჩი, მურგია, პაროლო; კაისედო, იმობილე, ლომბარდი, პალომბი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები