ალონსოს დუბლით ჩელსიმ ტოტენჰემი სტუმრად დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალონსოს დუბლით ჩელსიმ ტოტენჰემი სტუმრად დაამარცხა [VIDEO]


ალონსოს დუბლით ჩელსიმ ტოტენჰემი სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ინგლისის პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ორ ლონდონურ გუნდს - "ჩელსისა" და "ტოტენჰემს" შორის გაიმართა.

მასპინძელმა "ტოტენჰემმა" გოლი 24-ე წუთზე გაუშვა. თავი ულამაზესი დარტყმით მარკოს ალონსომ გამოიჩინა.

ამის შემდეგ, "ტოტენჰემი" მაინც ვერ ქმნიდა მეტოქის კართან მომენტებს, თუმცა სტანდარტულის შედეგად, გოლი თავის კარში შეცვლაზე შემოსულმა ბატშუაიმ გაიტანა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არისტოკრატთა განაპირა მცველმა, ალონსომ 88-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

ორი ტურის შემდეგ, "ჩელსის" 3 ქულა აქვს და ცხრილის შუა ნაწილშია, ამდენივე ქულა აქვს "ტოტენჰემს."

"ტოტენჰემი" - "ჩელსი" 1:2

გოლები: ალონსო (24), ბატშუაი (ავტოგოლი, 82), ალონსო (88).

გაფრთხილება: დაიერი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, კეინი - რუდიგერი, ლუიზი, ალონსო.

შემადგენლობები:

ტოტენჰემი: ლორისი, დაიერი (სონი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი (სისოკო), დემბელე, ვანიამა, ტრიპიერი (იანსენი), ერიკსენი, ალი, კეინი.

ჩელსი: კურტუა, კრისტიანსენი, ასპილიკუეტა, რუდიგერი, ალონსო, კანტე, ლუიზი, ბაკაიოკო, მოზესი, ვილიანი (პედრო), მორატა (ბატშუაი).

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები