ბუნდესლიგა: გლადბახმა დერბი მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუნდესლიგა: გლადბახმა დერბი მოიგო


ბუნდესლიგა: გლადბახმა დერბი მოიგო
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური "რაინის დერბით" დასრულდა და მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" შინ "კიოლნი" მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და ბევრს უტევდნენ. საბოლოოდ, დიტერ ჰეკინგის გუნდმა ნიკო ელვედის ერთადერთი გოლით იმარჯვა და პირველი სამი ქულა მოიპოვა.

მ.ბორუსია 1:0 კიოლნი

გოლი: 1:0 - ელვედი (49').

შემადგენლობები

მ.ბორუსია ზომერი; ელვედი, გინტერი, ვესტერგორი, ვენდტი; ი.ტრაორე (ჰოფმანი 84'), კრამერი, ზაქარია, თ.აზარი (ჰერმანი 81'); შტინდლი, რაფაელი (ბობადილია 88').

კიოლნი: ჰორნი; კლანტერი, სიორენსენი, ჰეინცი, რაუში (ჯ.ჰორნი 45+3'); ლემანი, ექტორი; რისე (გუირასი 59'), იოიჩი, ბიტენკურტი (ცოლერი 75'); კორდობა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები