რომამ სერია ა გამარჯვებით დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომამ სერია ა გამარჯვებით დაიწყო


რომამ სერია ა გამარჯვებით დაიწყო
იტალიის ვიცე-ჩემპიონმა "რომამ" ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი რთული, მაგრამ მაინც გამარჯვებით დაიწყო.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სტუმრად ბერგამოს "ატალანტა" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი პირველ ტაიმში ახალწვეულმა, ალექსანდრ კოლაროვმა, ჭკვიანური საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

ატალანტა 0:1 რომა

გოლი: 0:1 - კოლაროვი (31').

შემადგენლობები

ატალანტა: ბერიშა; ჰატებური, ტოლოი, პალომინო, მაზიელო, გოსენსი; კრისტანტე (დე რონი 75'), ფრეულერი; კურტიჩი (ილიჩიჩი 70'); ა.გომესი, პეტანია (კორნელიუსი 57').

რომა: ალისონი; ბრუნო პერესი (ფასიო 81'), მანოლასი, ჟეზუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; დეფრელი (ელ შაარავი 74'), ჯეკო, პეროტი (პელეგრინი 85').

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები