დინამომ ჩიხურაც გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინამომ ჩიხურაც გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა


დინამომ ჩიხურაც გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე", "დინამო თბილისსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის შედგა.

მატჩის პირველი ტაიმი შედარებით არასანახაობრივი გამოდგა. ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა. "ჩიხურას" ფეხბურთელმა თორნიკე გრიგალაშვილმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

მეორე ტაიმი კი "დინამომ" სასწაულად დაიწყო და 53-ე და 55-ზე წუთებზე გაიტანა. თავი შულაიამ და მიქელთაძემ გამოიჩინეს.

ამით დედაქალაქური კლუბი არ გაჩერებულა, მიქელთაძემ დუბლი შეასრულა, საბოლოო წერტილი კი მატჩს ქოჩლაძემ დაუსვა. 5:0 - "დინამომ "ლიდერობა" კიდევ უფრო გაიმყარა.

მომდევნო ტურში "დინამო თბილისის" "დინამო ბათუმს" ესტუმრება, "ჩიხურას" მეტოქე კი "საბურთალო" იქნება.

დინამომ ჩიხურაც გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები