დი ფრანჩესკო: "მახინჯი გამარჯვება მოვიპოვეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი ფრანჩესკო: "მახინჯი გამარჯვება მოვიპოვეთ"


დი ფრანჩესკო:
"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, "ატალანტას" წინააღმდეგ საკუთარი გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.

"ჩემს გუნდს ვთხოვე, რომ საკმაოდ კარგად მოთამაშე "ატალანტას" წინააღმდეგ ხასიათი გამოევლინა. მატჩის ბოლო 20 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფიზიკური კონდინციები ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო.

დავინახე გუნდი, რომელსაც კარგად თამაში სურდა და კარი მშრალად შეინახა. ეს მახინჯი გამარჯვება იყო და ახლა "რომა" მხოლოდ უნდა გაიზარდოს.

"ატალანტამ" მხოლოდ ბოლოსკენ შექმნა ერთადერთი რეალური მომენტი. დანარჩენი დროის განმავლობაში ჩვენ თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

"მგლებმა" ბერგამოში 1:0 იმარჯვეს და სერია ა-ს ახალ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები