ჰუმელსის დაზიანება სერიოზული არ არის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰუმელსის დაზიანება სერიოზული არ არის


ჰუმელსის დაზიანება სერიოზული არ არის
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, გერმანულ პრესასთან საუბარში განმარტა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის.

"ეს მხოლოდ კუჭია. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ცუდად ვგრძნობდი თავს, ამიტომაც შემცვალეს", - განაცხადა ჰუმელსმა.

ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნით შეხვედრაში "რეკორდმაისტერმა" შინ ლევერკუზენის "ბაიერი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 61-ე წუთზე კი, ცოტათი მოულოდნელად, მოედანი 28 წლის გერმანელმა მცველმა დატოვა და იგი ხელს მუცელზე იდებდა. როგორც ჩანს, მატსს სერიოზული პრობლემა არ აქვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მატს ჰუმელსი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები