სპალეტი პირველი თამაშით კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი პირველი თამაშით კმაყოფილია


სპალეტი პირველი თამაშით კმაყოფილია
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა შინ "ფიორენტინასთან" 3:0 მოიგო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაყურებელი სტადიონზე კვლავ მოვიდა და მათ კარგი სანახაობა იხილეს. გუნდმა კარგად იასპარეზა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა.

პერიშიჩს ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს. მას თავადაც გააქვს და იკარდისაც ეხმარება. გარდა ამისა, მირანდამ და შკრინიარმა "ფიორენტინას" კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მისცეს.

ჩემს გუნდს აქვს კლასი და ძალა, ამიტომაც ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ. "ინტერი" მთელი 1 საათი აკონტროლებდა ბურთსა და თამაშს, მაგრამ ბოლოს ცოტათი კონცენტრაცია დაგვაკლდა", - განაცხადა სპალეტიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები