ლა ლიგა: ბარსელონამ და რეალმა გამარჯვებით დაიწყეს [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლა ლიგა: ბარსელონამ და რეალმა გამარჯვებით დაიწყეს [VIDEO]


ლა ლიგა: ბარსელონამ და რეალმა გამარჯვებით დაიწყეს [VIDEO]
გუშინ ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში თავისი თამაშები ესპანურმა გიგანტებმაც ჩაატარეს და ორივემ მშრალი გამარჯვება მოიპოვა.

ერნესტო ვალვერდეს კატალონიის "ბარსელონამ" შინ "ბეტისი" მიიღო და დამაჯერებლად (2:0) დაამარცხა. "ბლაუგრანას" განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, უბრალო პირველი ტაიმის ბოლოს 3 წუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანა. ორივე საგოლე ეპიზოდში ჟერარ დეულოფეუმ იყოჩაღა და ჯერ ტოსკას გაატანინა ავტოგოლი, შემდეგ კი მეტოქეს ბურთი აართვა და სერხი რობერტოს შესანიშნავი ასისტი გაუკეთა.

ესპანეთის სუპერთასზე წაგების შემდეგ "ბარსამ" საჭირო გამარჯვება მოიპოვა და ესპანეთის ლა ლიგის ახალ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ დებიუტანტმა ნელსონ სემედომ საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა.

ბარსელონა 2:0 ბეტისი

გოლები: 1:0 - ტოსკა (36' ავტოგოლი), 2:0 - ს.რობერტო (39').

შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სემედო, მასკერანო, უმტიტი, ალბა (დინი 87'); ს.რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; მესი, პაკო (დენის სუარესი 82'), დეულოფეუ (ალეშ ვიდალი 72').

ბეტისი: ადანი; ბარაგანი, მანდი, ფედალი, ტოსკა; ნარვაესი (ხავი გარსია 68'), გუარდადო, კამარასა (ფ.რუისი 78'); ნაუელი (ფ.გუერერო 72'), სერხიო ლეონი, ხოაკინი.



გვიან ღამით კი თავისი მატჩი მადრიდის "რეალმა" ჩაატარა და ზინედინ ზიდანის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "სამეფო კლუბმა" "დეპორტივოს" წინააღმდეგ არც ისე კარგად დაიწყო, რადგან საწყის 10 წუთში ლა კორუნიელების ფორვარდს, ფლორიან ანდონეს, ორი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მას ორივეჯერ კეილორ ნავასმა აჯობა.

თუმცა საბოლოო კლასმა მაინც თავისი ქნა, რასაც მასპინძლების სერიოზული შეცდომა და გარეთ ბეილის პირველი გოლი მოჰყვა. რამდენიმე წუთზე მარსელოს ჩინებული ჩაწოდების შემდეგ ცარიელ კარში ბურთი კაზემირომ გადაგზავნა. მეორე ტაიმში კი "რეალმა" ულამაზესი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც ტონი კროოსის შედეგიანი დარტყმით დაფიქსირდა.

შეხვედრის ბოლოს "რეალის" კაპიტანმა და დაცვის ლიდერმა, სერხიო რამოსმა, თავისი ცუდი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი გაძევებით დატოვა. მისმა გუნდმა კი 3:0 იმარჯვა და სეზონი კარგად დაიწყო.

დეპორტივო 0:3 რეალი

გოლები: 0:1 - ბეილი (20'), 0:2 - კაზემირო (27'), 0:3 - კროოსი (62').

შემადგენლობები

დეპორტივო: რუბენი; ხუანფრანი, შერი, სიდნეი, ლუიზინიო; ბორხესი (ადრიანი 65'), მოსკერა, გილერმე; კარტაბია (ბორხა 79'), ანდონე, ბაკალი (გამა 54').

რეალი: ნავასი; კარვახალი, ნაჩო, რამოსი, მარსელო; კროოსი, კაზემირო (მ.ლიორენტე 72'), მოდრიჩი; ისკო (ასენსიო 66'); ბეილი (ვასკესი 80'), ბენზემა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები